არასრულწლოვნების ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობის/ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია სასკოლო სივრცეში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მანდატურის სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება”, – ამის შესახებ მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამსახურის თანამშრომლებმა რეაგირება მოახდინეს.

“ამის მიუხედავად, როგორც კი მანდატურისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობის/ბულინგის ფაქტს, მან მყისიერი რეაგირება მოახდინა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. ამასთან, განხორციელდა შემთხვევის რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში. ინციდენტში მონაწილე, ბრალდებული ქალბატონის მხრიდან დაუსაბუთებელი თავდასხმა მანდატურზე, სავარაუდოდ, იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ პოლიციაში შეტყობინება სწორედ მანდატურმა მოახდინა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. მანდატურის სამსახური სარგებლობს შემთხვევით და მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ძალადობის ნებისმიერი ფაქტის შესახებ ინფორმაციის ფლობისთანავე მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები