დათა პაპას გამოსვენებისას საოკუპაციო ზოლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ფოტო)

“ცხელი ხაზის” ამოქმედების შემდეგ, ხურვალეთში დათა ვანიშვილის ნათესავებს სამძიმარზე მისვლის შესაძლებლობა მიეცათ.

სახლიდან გამოსვენების დროს ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების მეორე მხრიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. სამძიმარზე მისულ ნათესავებს ოკუპირებულ მიწაზე საქართველოს დროშის გადატანა სურდათ, თუმცა, ოკუპანტებმა ამის საშუალება არ მისცეს.

დათა ვანიშვილს ოკუპირებულ მიწაზე მდებარე სასაფლაოზე კრძალავენ.

2014 წელს დათა ვანიშვილი (დათა პაპა) ოკუპანტებმა იმის გამო დააკავეს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად იყო გადმოსული. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი არ მიატოვა და, მეუღლესთან ერთად, იქ განაგრძო ცხოვრება.

დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები