ბექა დავითულიანი: გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან მმართველი გუნდიდან წავიდა

“გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან მმართველი გუნდიდან წავიდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

დავითულიანის თქმით, ბევრი ადამიანია „ქართულ ოცნებაში”, ვინც გახარიასთან მეგობრობს, მასთან ადამიანური ურთიერთობები აქვს.

„გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან მმართველი გუნდიდან წავიდა. ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი გააკეთოს და შემდეგ ვისაუბროთ, დანარჩენზე. გიორგი გახარია იყო კარგი პრემიერმინისტრი, მას ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული. თუ ის წარმატებით გააგრძელებს ოპოზიციის როლში საქმიანობას, ეს კარგი იქნება ქართული პოლიტიკისთვის. ვნახოთ, რას იზამს. ბევრი ადამიანია „ქართულ ოცნებაში”, ვინც გახარიასთან მეგობრობს, მასთან ადამიანური ურთიერთობები აქვს. ამიტომ, თუ მასთან ერთად დავინახავთ, არ ნიშნავს, რომ არშექმნილი გუნდის წევრია ჯერჯერობით. ჯერჯერობით მისი პოლიტიკური ხედვები არ გვინახავს, არც მისი ამბიცია პოლიტიკაში შემოსვლის, ნაადრევია საუბარი“, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, არც პოლიტიკიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები