იაგო ხვიჩია: თუ დავინახავთ, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ უფრო მართალია, ვიდრე „ნაცმოძრაობა“, უნდა შეგვეძლოს ამის აღქმა, დასაბუთება ადამიანებისთვის
“თუ დავინახავთ, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ უფრო მართალია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა შეგვეძლოს ამის აღქმა, დასაბუთება ადამიანებისთვის”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გაირკვეს, ვინ არის შესაძლო შეთანხმების ჩაშლის მხარე.
„მათგან გვაინტერესებს, რა იყო ის საბოლოო ვერსია, რაზეც ისინი წამსვლელები იყვნენ ოპოზიციასთან, სიტყვაზე, ოპოზიცია რომ პატიოსნად მოქცეულიყო და მოლაპარაკებებისთვის ყოფილიყო მზად. კონსულტაციებს სიტუაციის გასარკვევად ვიწყებთ.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის შესაძლო შეთანხმების ჩაშლის მხარე, უნდა გავარკვიოთ მტყუან-მართალი. მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ ამ საკითხში, არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შემდეგ, მოლაპარაკებების ნაწილში მტყუანი არის ხელისუფლება ან ოპოზიცია, ეს უნდა გავიგოთ, რათა მტყუანის მხარეს არ აღმოვჩნდეთ. თუ დავინახავთ, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ უფრო მართალია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა შეგვეძლოს ამის აღქმა, დასაბუთება ადამიანებისთვის. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.