სალომე სამადაშვილი: ვფიქრობ, პაუზას გააკეთებენ მედიატორები და შემდეგ კიდევ მოსინჯავენ რამდენად არსებობს სივრცე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევა ორივე მხარის პასუხისმგებლობაა.
სამადაშვილი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარ პოზიციებს უნდა გადახედოს.
“შეთანხმების მიღწევა არის ორივე მხარის პასუხისმგებლობის საკითხი საბოლოოდ, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რამდენადაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა “ქართული ოცნების” მიერ დაფიქსირებული პოზიციების გამო, ანუ წინ პროცესი ვეღარ წავიდა. შესაბამისად, დიახ, ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ სწორედ “ქართული ოცნების” მიერ საკუთარი პოზიციების გადასინჯვა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს. ამის გარეშე ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ.
მე ვფიქრობ, რომ რაღაც პაუზას გააკეთებენ მედიატორები და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მოსინჯავენ, რამდენად არსებობს სივრცე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის”, – განაცხადა სამადაშვილმა.