მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მხრიდან არცერთი კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა

„ოპოზიციის მხრიდან არცერთი კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომელიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა ,,ქართული ოცნების’’ შესასრულებელ პირობებს.

„სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი.
ოპოზიცია, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ. აქ მთავარია ფაქტები და სიმართლე: აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომელიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა ,,ქართული ოცნების’’ შესასრულებელ პირობებს, საიდანაც დიდ ნაწილზე იყო ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ნაწილი კი – სადაც საკითხი ეხებოდა სამართლიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლას, ბუნებრივია ასეთი თემები (ულტიმატუმები) ჩვენი მხრიდან არ განიხილებოდა.

აქვე, გამოსავალი შეთავაზებული იყო ყველა პუნქტზე! ოპოზიციის მხრიდან არცერთი (ხაზგასმით – არცერთი!) კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა! მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო. ეს მათ განაცხადეს! „კომპრომისი“ – მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა!!! პასუხი კითხვაზე გაცემულია“, – წერს მამუკა მდინარაძე.

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები