ნავალნიმ მოსკოვის მერის მოადგილე ინტერესთა კონფლიქტში დაადანაშაულა
ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი მოსკოვის მერის მოადგილეს მაქსიმ ლიკსუტოვს იმაში ადანაშაულებს, რომ იგი დღემდე აკონტროლებს მთელ რიგ სატრანსპორტო კომპანიებს, რომელთა აქციებიც მან საკუთარ ცოლს, ტატიანას გადაუფორმა. თავად ლისკუსინმა კი განაცხადა, რომ მეუღლეს ნახევარის წლის წინ გაეყარა.
2012 წლის დეკემბერში მერის მოადგილემ ყველას აცნობა, რომ ბიზნესში მონაწილეობა შეწყვიტა და საკუთარი აქტივები გაყიდა, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ჩინოვნიკს ესტონური ფირმა “Transgroup Invest AS“ სულაც არ გაუყიდია, არამედ იგი საკუთარ ცოლს გადაუფორმა. ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის განცხადებით, ის რეალურად ფლობს სააქციო ორგანიზაცია ,,რელტა ტრანს ინვესტს“, რომელიც უმსხვილეს ავტოსატრანსპორტო სარკინიგზო გადამზიდავი კომპანიისა და სხვა ფირმების საკონტროლო პაკეტს ფლობს.