ანტონ ობოლაშვილი – გარდაცვლილ ექთანზე: დაველოდოთ ექსპერტიზას, ოჯახის გვერდით ვდგავართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია

ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი ვაქცინაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების შედეგად ახალციხელი ექთნის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოჯახის გვერდითაა და ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია.

“დაველოდოთ ექსპერტიზასა და ექიმების დასკვნებს. ექიმის კუთხით დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ოჯახის გვერდით ვდგავართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია,” – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

მისი თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.

27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც გუშინ, აცრის შემდეგ დამძიმდა, გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები