ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასუფთავების აქცია გაიმართა
სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მოსახლეობამ და მერიის თანამშრომლებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აქციის ფარგლებში მონაწილეებმა წინასწარ შერჩეული ადგილები დაასუფთავეს. “დასუფთავების აქცია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში პერიოდულად გაიმართება. ნარჩენების გატანას შპს „ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს, – აცხადებენ მუნიციპალიტეტში.