დმანისის მუნიციპალიტეტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დმანისის მუნიციპალიტეტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
“რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში”, დმანისის კლინიკაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით სამედიცინო პერსონსლის აცრა დაიწყო. ვაქცინა “ასტრაზენეკა”დაავადებათა კონტროლის მიერ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შემოტანილი იქნა 14 მარტს, ამ ეტაპისთვის სულ 180 დოზა და განკუთვნილია პირვლი აცრისთვის. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ორჯერადად ტარდება 6-8-კვირიანი შუალედით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.