ევროკომისიის პრეზიდენტი: საუკუნის კრიზისი გვაქვს – ვაქცინაციის ტემპები უნდა დავაჩქაროთ

ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დიდ ბრიტანეთში ექსპორტის შესაძლო აკრძალვაზე საუბრობს, თუკი საპასუხო დამოკიდებულებას ვერ მიიღებს.

მან იმედგაცრუება გამოხატა, რომ დიდი ბრიტანეთიდან AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება ვერ ხერხდება, მაშინ როცა ევროკავშირის ქარხნებიდან ბრიტანეთში 10 მილიონი დოზა გაიგზავნა.

მან არსებულ სიტუაციას საუკუნის კრიზისი უწოდა.

„ძნელია ჩვენს მოქალაქეებს აუხსნათ, რატომ მიედინება ევროკავშირში წარმოებული ვაქცინები სხვა ქვეყნებში, რომლებიც ასევე აწარმოებენ ვაქცინებს, მაგრამ რთულად თუ რამე ბრუნდება ევროკავშირში. ამიტომ, ეს არის შეთავაზება ღიაობისკენ, მაგრამ ჩვენ გვსურს საპასუხო ქმედებები, გვსურს დავინახოთ, რომ დინება მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ხდება. AstraZeneca-სთან ჩვენს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ევროკავშირისთვის ვაქცინის შესაძლო მიწოდება უნდა მოხდეს მათ შორის დიდ ბრიტანეთში მდებარე ორი ქარხნიდანაც. ჩვენ კვლავ ველოდებით დოზების მიღებას დიდი ბრიტანეთიდან. ასე რომ, ეს არის მოსაწვევი, რათა გვაჩვენონ, რომ დიდი ბრიტანეთიდანაც შემოდის ვაქცინა ევროკავშირში, რომ ჩვენც ვიღებთ საპასუხო ქმედებებს. თუკი სიტუაცია არ შეიცვლება, ჩვენ მოგვიწევს დავფიქრდეთ, როგორ მოვახდინოთ ექსპორტი ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებში, რაც დამოკიდებული იქნება მათი ღიაობის დონეზე. ჩვენ დავფიქრდებით, განვახორციელოთ თუ არა პროპორციული ექსპორტი იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის ტემპები უფრო მაღალია ვიდრე ჩვენთან. ასე რომ, ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ ბევრ იმ ქვეყანაში, რომლებიც თავადაც აწარმოებენ ვაქცინებს და ვფიქრობთ, ეს არის მოწვევა ღიაობისკენ

ყველა ვარიანტი განიხილება. ჩვენ საუკუნის კრიზისი გვაქვს და მე ახლა ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპელები ვაქცინაციას შეძლებენ რაც შეიძლება მალე. ადამიანის სიცოცხლე, სამოქალაქო თავისუფლებები და ასევე ჩვენი ეკონომიკის კეთილდღეობა დამოკიდებულია ამაზე – ვაქცინაციის სისწრაფეზე, წინსვლაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მესამე ტალღის ფორმირება ხდება წევრ ქვეყნებში და ვიცით, რომ ვაქცინაციის ტემპები უნდა დავაჩქაროთ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები