ირაკლი ღარიბაშვილი – იენს სტოლტენბერგს: მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილმა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„2020 წელი აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება მას უფრო ამბიციურ დონეზე გაიყვანს და მეტად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე. მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს ამ აქტიური მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს. ნატო-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს და წინ მივიწევთ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად შიდა და გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ეფექტურობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ, საქართველოს წვლილის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც გამოიწვევს კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულ გაწევრიანებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები