იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია
“საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატო-სთვის”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო პარტნიორობა აქვს – პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა.
„ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კვლავ ბრძანდებით ბრიუსელში, კარგად გიცნობთ და ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ კვლავ გიხილოთ ჩვენთან. საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატო-სთვის. ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს – პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ძალები ერთად, გვერდიგვერდ მსახურობენ ავღანეთში და ასწავლიან ადგილობრივ სამხედროებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყანა, ავღანეთი ჩვენი ძალისხმევით არასოდეს აღარ გახდება საერთაშორისო ტერორიზმის ოაზისი. მადლობლები ვართ საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევისათვის ამ მიმართულებით”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი გააგრძელებს საქართველოსთან ერთობლივი წვრთნებისა და სწავლების გაძლიერებას და ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.
„დღევანდელ შეხვედრასა და მომდევნო შეხვედრაზე ნატო-საქართველოს კომისიის, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით, როგორც გასულ წელს იყო განახლებული. ეს არის ალიანსის მიერ საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საფუძველი. იგი საქართველოს ეხმარება ალიანსის ძალებთან ეფექტურ თანამშრომლობასა დ ნატო-ში გაწევრიანების მომზადებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნებისა და სწავლების გაძლიერებას და ჩვენი ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით. გუშინ ნატოს მეორე საზღვაო ჯგუფი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ვიზიტის მიზანია, ჩვენი საზღვაო ძალების თანამშრომლობის უნარის ამაღლება, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების გზით. მე მგონი, ჩვენი ძალების თანამშრომლობა იის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ პრაქტიკული კუთხით”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.