იაგო ხვიჩია: თუ ვერ ვთანხმდებით, ჯობს, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ევროპელებმა შეგვათანხმონ, ვიდრე სხვა რამე მოხდეს

“ჩვენს მეგობრებს, დასავლელ პარტნიორებს და, მადლობა ღმერთს, რომ ევროსაბჭოს უწევს ჩვენი საკითხის მოგვარება და არა, სიტყვაზე, რუსეთს, ან ვინმე ასეთს ჩვენს მტერს, მათ უწევთ მოგვარება და მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

მისი შეფასებით, ევროპელი მედიატორების გადაწყვეტილების შესრულება ორივე მხარისთვის, მორალურ ასპექტში, სავალდებულო უნდა იყოს.

“ჩვენს მეგობრებს, დასავლელ პარტნიორებს და, მადლობა ღმერთს, რომ ევროსაბჭოს უწევს ჩვენი საკითხის მოგვარება და არა, სიტყვაზე, რუსეთს, ან ვინმე ასეთს – ჩვენს მტერს, მათ უწევთ მოგვარება და მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, როგორ წარმოუდგენიათ შეთანხმების გზები. ჩვენ, ვინც  უნდა ვიყოთ მეორე მხარეს, ვისაც ამ ქვეყნის დასავლურ მომავალზე შეგვტკივა გული, ამას უნდა დავემორჩილოთ. ეს კარგი არ არის, ჩვენზე, პოლიტიკურ სპექტრზე ეს კარგად არ მოქმედებს, მაგრამ თუ ვერ ვთანხმდებით, ჯობს, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ევროპელებმა შეგვათანხმონ, ვიდრე სხვა რამე მოხდეს. წარმოიდგინეთ, რომ მათ გადაწყვეტილებას ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილების ძალა. თუ ჩვენ ვერ შევთანხმდით, სასამართლო ყველაფერს აკეთებს მორიგებისთვის, ეს ყველაფერი, მედიაცია, არის მორიგების საშუალება. ვერ შევრიგდით და იმას, რომ კონფლიქტი გაგრძელდეს და კიდევ გავაგრძელოთ ჩხუბი. ჯობს, რომ მათ მიიღონ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო იქნება, მორალურად, რა თქმა უნდა”, – განაცხადა ხვიჩიამ ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები