ზურაბ ჯაფარიძე: შეიძლება, დღევანდელი შეხვედრა იყოს დიალოგი და მცდელობა, რომ პოზიციები დაახლოვდეს
“შეიძლება, დღევანდელი შეხვედრა იყოს დიალოგი და მცდელობა, რომ პოზიციები დაახლოვდეს”, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრას დაესწრებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც.
„შეიძლება, დღევანდელი შეხვედრა იყოს დიალოგი და მცდელობა, რომ პოზიციები დაახლოვდეს. ზუსტად არ ვიცი. ბრიუსელში გამართულ შეხვედრის დეტალებზე არცერთ მხარეს არ აქვს სრული ინფორმაცია, სრული ინფორმაცია აქვთ მხოლოდ და მხოლოდ მომლაპარაკებლებს. მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე, როგორი და რა ფორმატის შეხვედრა იქნება. ვიცი, რომ შეხვედრაზე იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.