ევროპის წამლების სააგენტო: არ არსებობს იმის ნიშნები, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა თრომბოზის გამომწვევი მიზეზი ხდება

ევროპის წამლების სააგენტოში (EMA) განაცხადეს, რომ არ არსებობს არცერთი ნიშანი იმის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა თრომბოზის წარმოქმნის მიზეზი ხდება.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

როგორც სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ კუკმა განაცხადა, სააგენტო ყველა შემთხვევას სწავლობს და პროცესს 18 მარტს დაასრულებს.

მისივე თქმით, სააგენტოში მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ვაქცინის უპირატესობა გვერდითი თვისებების გაჩენის რისკზე მაღალია.

“ასევე, მინდა, გავუსვა ხაზი, რომ ვაქცინაციას თრომბების წარმოქმნა არ გამოუწვევია. თრომბები კლინიკური ცდების დროს არ გამოჩენილან, ამიტომ, ისინი არ არიან შეტანილნი ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტების ნუსხაში”, – თქვა კუკმა.

დღეს ასევე საკითხის განხილვა ჯანმო-ში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები