Moderna-მ 12 წლამდე ბავშვებზე ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყო

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის კლინიკური ცდება 6 თვიდან  12 წლამდე ბავშვებზე დაიწყო.

კვლევა ჯანმრთელ ბავშვებზე აშშ-სა და კანადაში ჩატარდება, რა დროსაც მოხდება უსაფრთხოების შეფასება, ეფექტურობა, რეაქტოგენურობა და ის, თუ როგორ გადაიტანენ ბავშვები ვაქცინას.

მოსალოდნელია, რომ კვლევაში 6 750 ათასამდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

2020 წლის დეკემბერში ​Moderna-მ კვლევა 12-17 წლის მოზარდებში დაიწყო, რომელზე ინფორმაცია უკვე შემოდგომას გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები