ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მიმართ ისევ დაუდევარი დამოკიდებულებაა – ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43 პროცენტამდე შემცირდა.

„პირდაპირ გეტყვით, ისევ დაუდევარი დამოკიდებულებაა პირბადის ტარებასთან მიმართებით. პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც 72-75 პროცენტი გვქონდა, ჩამოვარდა 43 პროცენტამდე, რაც ძალიან ცუდი სიგნალია, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. არ გავიმეოროთ ჩვენი დაუდევრობით გამოწვეული იგივე შეცდომა, რომელიც დავუშვით ზაფხულის მეორე ნახევრაში, დავმშვიდდით, თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსული ეპიდემია და შესაბამისად მივიღეთ პასუხი ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში. ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები