გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ არასრულწლოვნებისთვის გამოტანილი განაჩენი სამართლიანია.
„სამწუხაროა, როდესაც ადამიანი აღარ არის პატარა ბიჭს სიცოცხლე მოუსპეს და მათი მშობლები და საახლობლო წრე, ვინც ეს ჩაიდინა, გამოთქვამენ პრეტენზიას, თურმე, უპატრონოდ დარჩნენ, არავინ ფიქრობს გარდაცვლილზე და იმაზე, რომ მისი ოჯახი მას ვერ დაიბრუნებს. უსიამოვნოა ეს განცხადებები“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომად თითოეულს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.