გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს – ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14-წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და, საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

ცნობისთვის, 9 მარტს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები