ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ ჟღერადობისთვის სამინისტროს სახელწოდებაში ჯერ მეცნიერება იყოს და შემდეგ – განათლება

“ევროპელი-სოციალისტების” წევრი, დავით ზილფიმიანი ინიციატივით გამოდის.

ზილფიმიანი ფიქრობს, რომ უკეთესია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ იწოდებოდეს.

“უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ იმიტომ, რომ უფრო მეტ ქვეყანაში, სადაც ეს ორი სამინისტრო ერთად არის, ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია”, – აღნიშნა ზილფიმიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები