“შეწყალებასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გაგვიკეთებია” – ბუსა ჟვანიას დედის კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაკავებულის დედამ, ნინო ქადაგიძემ.

“წელიწად-ნახევარი აქვს მისჯილი, 7 თვე არის გასული. დღეს მაგისტრატურის გამოცდას აბარებს. იჯდა, მეცადინეობდა. პატიმრებს, მოგეხსენებათ, გამოცდის ჩაბარების უფლება აქვთ. შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფერი გაგვიკეთებია”, – განაცხადა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, ბუსა ჟვანია ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია საპატიმროში წელიწად-ნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწად-ნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები