თენგიზ ცერცვაძე: ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ვაქცინაზე უარის თქმა ჯანმრთელობასთან ერთად დარტყმას ქვეყნის ეკონომიკას აყენებს.

ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ წამოეგოს ანტივაქსერულ პროვოკაციას.

“მე იმედი მაქვს, რომ ხალხის უმრავლესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციას და არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას. მინდა, ვუთხრა მოსახლეობას, ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, ის დარტყმის ქვეშ აყენებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ – ქვეყნის ეკონომიკას”, – აცხადებს ცერცვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები