“შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია”, – ამ სიტყვებით ეხმაურება პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგის პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი.
ელჩი მადლობას უხდის კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩებს გაწეული სამუშაოსთვის.
“შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. წინ, საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი, აჩვენოს, რომ დისკუსიებმა, პასუხისმგებლობის გრძნობამ და გამბედაობამ შეიძლება, ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებასა და დემოკრატიის კონსოლიდაციას”, – წერს კოლასი “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. დანიელსონი შეხვედრებს მართავს როგორც ოპოზიციის, ისე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დანიელსონს საქართველო გუშინ უნდა დაეტოვებინა, თუმცა, განაცხადა, რომ თბილისში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.