ჯანმო-ში დღეს AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სხდომას გამართავს.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტმა, ევროპის წამლების სააგენტოსთან მჭიდრო კონტაქტში, შეისწავლა არსებული მონაცემები და დასკვნებს გააცნობს ორგანიზაციის წევრებს შეხვედრაზე.

მიუხედავად იმისა, რომ უქმეებზე “ასტრაზენეკაში” განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, გუშინ პრეპარატის გამოყენების შეჩერებაზე განაცხადეს ასევე გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში. ჯამურად, დღესდღეისობით, “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება შეჩერებულია 15 ქვეყანაში.

თუმცა, მაგალითად, ფინეთში განაცხადეს, რომ პრეპარატის გამოყენებას გააგრძელებენ, რადგან, როგორც ქვეყნის წამლების სააგენტოში აღნიშნეს, ელოდებიან პრეპარატთან დაკავშირებით დამატებით დასკვნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები