ნინო თანდილაშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების გლობალური პოლიტიკა განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად და ტრანსპორტის სექტორზე, როგორც ქვეყნის ემისიის ძირითად წყაროზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ტრანსპორტის სექტორი პრიორიტეტად განისაზღვრა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მწვანე (ელექტრო) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სათბურის აირების ემისიების შემცირებაში დაეხმარება.

კერძოდ, მოხდება ელექტრო ავტობუსების ეტაპობრივი ჩანაცვლება და დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება. შეხვედრას პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე, თბილისის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები