ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერმინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.