ბიძინა კულუმბეგოვი: ზოგიერთი პრეპარატი იმდენ ალერგიასა და მძიმე გართულებას იძლევა, ვერცერთი ვაქცინა მასთან ვერ მოდის

“ზოგიერთი პრეპარატი იმდენ ალერგიასა და მძიმე გართულებას იძლევა, ვერცერთი ვაქცინა მასთან ვერ მოდის”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციაზე ორი აზრი არ არსებობს.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დღეს უფრო მეტი სარგებელი აქვს და გადაწონის ყველა იმ შესაძლო პოტენციურ რისკს, რაც შეიძლება, მასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ვაქცინაციაზე ორი აზრი არ არსებობს. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას რაღაც რისკზე მივდივართ ხოლმე. ზოგიერთი პრეპარატი იმდენ ალერგიასა და მძიმე გართულებას იძლევა, ვერცერთი ვაქცინა მასთან ვერ მოდის. თუ ჩვენ, ერთდროულად ბევრი ადამიანი, დავლევთ “ბისეპტოლს”, “ანალგინს” – დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენა გვექნება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები