მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი შეთავაზებები შეთანხმებას ექვემდებარება, მთავარია, ოპოზიცია ამაზე იყოს ორიენტირებული

“შეთავაზებებს, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მას შეთანხმებაუნარიანი ვუწოდოთ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, ოპოზიციის განწყობა შეთანხმების მიღწევაზე იყოს ორიენტირებული.

„შეთავაზებებს, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მას შეთანხმებაუნარიანი ვუწოდოთ. იმაზე, თუ რა არის მოლაპარაკებების პირობები და რა შეიძლება, იყოს მოლაპარაკებების საგანი,  საუბარი არ შეგვიძლია. რაც შეეხება ინიციატივას იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდეს, იმედი მაქვს, რომ ეს შედეგიანი აღმოჩნდება და რეალური ნაბიჯები გადაიდგმება ოპოზიციის მხრიდან, რომ პროცესი შედეგიანი აღმოჩნდეს. მთავარია, ოპოზიციის განწყობა შეთანხმების მიღწევაზე იყოს ორიენტირებული. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციას მიაწვდის პრემიერმინისტრი ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროპელ კოლეგებს, ალბათ, ეს იქნება ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და იმ გარემოებების შესახებ, რაც, მისი ხედვით, შესაძლოა, შეთანხმების პროცესს აბრკოლებდეს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები