ნატანებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა
სოფელ ნატანებში, გზის ცენტრალურ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. როგორც ცნობილია, მოტოციკლი ძაღლს დაეჯახა, ამის შემდეგ კი გზიდან გადავარდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.