გიგა ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დააყენა.

ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები – ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმებას შეძლებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის. სამუშაო გრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი ამოცანაა, რომ მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. იმედი მაქვს და ჩვენი ამოცანაა, რომ პროცესი დასრულდება მალე და ყველამ შევძლოთ, რომ გითხრათ, როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან იმ პუნქტების მიხედვით, რომელიც მიშელმა მოხაზა. დღეს ღრმად შევედით შინაარსში იმ პუნქტების, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები