ჭყონდიდის ეპარქიაში საკვირაო წირვა სამართალდამცველების მობილიზების პარალელურად ჩატარდა

ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველი საკვირაო წირვა ჩატარდა. წირვა ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა აღავლინა. წირვის პარალელურად ეპარქიის ეზოში უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე იმყოფებოდა როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა 8 მარტს ეპარქიაში განვითარებულ მობლენებზე და “მასში მონაწილე სასულიერო პირებს, მედიას და მრევლს” სინანულისკენ მოუწოდა.

ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე თუ რა გეგმები აქვს ეპარქიაში, უპასუხა რომ ის მარხვის პერიოდს მდუმარებაში გაატარებს, ხოლო გეგმებთან დაკავშირებით ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომ გეგმავს პრესკონფერენციას, სადაც ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.
8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა მეუფის რეზიდენციის აივნის მოაჯირი, რა დროსაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსსკ-ის 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები