ანა აბაშიძე: ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია, უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით

“ამას არ დავწერდი ნამდვილად, რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ”,- ამის შესახებ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი, ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბასილაშვილი შვილს სასამართლოს გზით სახლს ართმევს.

“ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით”,- წერს აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირში გამარჯვების შემდეგ შვილს და ქართველ გულშემატკივრებს მიმართა.

„ლუკას, მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები