“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი წარმატებით დასრულდება.
მისივე თქმით, პოლარიზაცია და რადიკალიზაცია იმ მხარის ინტერესშია, რომელიც არ არის კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ.
“იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. დიალოგის წარმატებით დასრულების წინაპირობა არის ის, რომ რაღაც მომენტში ერთად უნდა დავსხდეთ. პოლარიზაცია და რადიკალიზაცია იმ მხარის ინტერესშია, რომელიც არ არის კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ. ვინ უწყობს ხელს პოლარიზაციას და რადიკალიზაციას, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.