ნიკოლოზ ბასილაშვილი: ლუკას, მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ, ჩოგბურთელმა აღნიშნული სიტყვები ქართულ ენაზე წარმოთქვა:
“ლუკას, მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის”.