სალომე ზურაბიშვილი – ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს, ვაქცინა დაამარცხებს ვირუსს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლას ეხმაურება.

„ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს! მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთაც ეს შესაძლებელი გახადეს. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს წინ, თუმცა მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და დავძლევთ ამ კრიზისს სოლიდარობის მეშვეობით. ვაქცინა დაამარცხებს ვირუსს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

This is what “light at the end of the tunnel” looks like! Thank you to our international partners who made this possible. We still have a long road ahead but the world is #StrongerTogether and will overcome this crisis through solidarity. 💉🤜🦠 https://t.co/aSTJEXzBFh

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები