შალვა პაპუაშვილი: კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ საყვედური ნამდვილად არ ეთქმის

კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ საყვედური ნამდვილად არ ეთქმის. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ წინ აქვთ იმის დამტკიცება, რომ ისინი ფიქობენ სახელმწიფოებრივად, როგორც ეს მოუწოდეს ევროპარლამენტარებმა, რამდენიმე დღის წინ. , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ კონსენსუსისთვის არათუ მზად ვართ, ამას ვახორციელებთ კიდეც. საარჩევნო რეფორმას, რომელიც წინა ფასილიტაციის პროცესშიც იყო საკითხთა შორის, უკვე ვახორციელებთ: პროექტი დაინიცირებულია, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, წინსწრებით, უკვე გათვალისწინებულიცაა და რამდენიმე დღის წინ, გავუგზავნეთ კიდეც ოდირს დასკვნისთვის. ასე რომ, ჩვენ საქმით ვამტკიცებთ კონსტრუქციულობას. ექვსიდან ერთ-ერთი პუნქტი იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა. ესეც შექმნილია. ჩვენი ოპონენტები უნდა გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან და იფიქრონ სახელმწიფოზე“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები