გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა: დღეს საქართველოში ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანამ მიიღო COVID-19-ის აცრის პირველი პარტია
ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოში ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანამ მიიღო COVID-19-ის აცრის პირველი პარტია, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლის ხელმძღვანელის მოადგილემ, ემი კლემმა განაცხადა.
მისი თქმით, „იუნისეფი“ არის ვაქცინების ყველაზე უფრო დიდი შემსყიდველი მსოფლიოში.
„ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოში ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანამ მიიღო COVID-19-ის აცრის პირველი პარტია. გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოხარული არის თავის პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომ მიიღო მონაწილეობა ვაქცინების შესყიდვის, ვაქცინაციის დანერგვის პროცესი საქართველოში. ეს კი საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს დასრულებული. მას მერე რაც ვაქცინები შემოვა საქართველოში, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი და დადგება ის ნათელი დღე, როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ეს არის ის სინათლე გვირაბის ბოლოს, რომელიც გაანათებს ყველასთვის. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა იმ პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება, რომელიც ინფექციასთან ბრძოლისთვის არის მოწოდებული. ეს იქნება ხელის დაბანა, დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. „იუნისეფი“ ეხმარება ქვეყანას რუტინული ვაქცინაციის პროცესის განხორციელებაში და მთავრობის თხოვნის შესაბამისად კოვაქსის საშუალებით მიიღო მონაწილეობა კოვიდის ვაქცინების მოწოდებაში იუნისეფი არის ვაქცინების ყველაზე დიდი შემსყიდველი მსოფლიოში და ყოველწლიურად რუტინული ვაქცინაციის პროცესისთვის იუნისეფი 2 მილიარდი დოზა ვაქცინას ყიდულობს, რაც შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში რიგდება. გარდა ამისა, იუნისეფის როლი მნიშვნელოვანია ვაქცინისადმი მოთხოვნის შექმნაში, ვაქცინის შემდგომ დისტრიბუციაში და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს პროცესი ახლა კოვიდთან მიმართებაშიც რეალიზებულია. მადლობას ვუცხადებთ ჯანმრთელობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს არაჩვეულებრივი თანამშრომლობისათვის და მზად ვართ, ეს თანამშრომლობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ემი კლემმა .