სოზარ სუბარი: როცა 2011 წელს კახა კალაძე მოვიდა ბიძინა ივანიშვილთან, ამ ორი ადამიანის ტანდემმა შექმნა უკვე ისეთი სინერგია, რომ ცხადი იყო გამარჯვება
“როცა 2011 წელს კახა კალაძე მოვიდა ბიძინა ივანიშვილთან, ამ ორი ადამიანის ტანდემმა შექმნა უკვე ისეთი სინერგია, რომ ცხადი იყო გამარჯვება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, კალაძე არის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი.
„კახა კალაძესთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ის არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი. როცა 2011 წელს კახა კალაძე მოვიდა ბიძინა ივანიშვილთან, ამ ორი ადამიანის ტანდემმა შექმნა უკვე ისეთი სინერგია, რომ ცხადი იყო – გამარჯვება ჩვენს ხელთ იყო. ამ ადამიანმა ამის შემდეგ თავისი ავტორიტეტი, რომელიც მოიხვეჭა მანამდე, როგორც ფეხბურთელმა, გაზარდა, გააძლიერა, როგორც კარგმა მენეჯერმა და პოლიტიკოსმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.