ნათია თურნავა: „აირაის“ ანგარიში არის საბოლოო პასუხი იმ დესტრუქციული ოპოზიციის მისამართით, რომელიც არჩევნებთან მიმართებით რაღაც კითხვის ნიშნების გაღვივებას ცდილობდა

„აირაის“ საბოლოო ანგარიში არის ცალსახა დასტური, რომ არჩევნები ჩატარდა საუკეთესო სტანდარტებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საბოლოო პასუხი იმ დესტრუქციულ ოპოზიციას, ვინც რაღაც კითხვის ნიშნების გაღვივებას ცდილობდა საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით.

„აირაის“ საბოლოო ანგარიში არის ცალსახა დასტური იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა საუკეთესო სტანდარტებით და, მიუხედავად პანდემიისა, ეს იყო დემოკრატიული, თავისუფალი, საუკეთესო არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში. ასევე ითქვა, რომ ის რეფორმები, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, უზრუნველყოფდა აბსოლუტურ დემოკრატიულ გარემოს და ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. ეს არის საბოლოო პასუხი იმ დესტრუქციულ ოპოზიციას, ვინც რაღაცა კითხვის ნიშნების გაღვივებას ცდილობდა საზოგადოებაში ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ცალსახა და საბოლოოო განაჩენია, აი, ამ ბრალდებებზე“, – განაცხადა თურნავამ.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები