ნათია თურნავა: შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც მშენებლობის განმავლობაში მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს

“შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც მშენებლობის განმავლობაში მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ფონდის საქმიანობაში ჩაერთვებიან თვითონ მოსახლეობის წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები.

„შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე – სახელმწიფო, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი. მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ 5 მლნ ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. მის მართვაში, პირველ ყოვლისა, ჩაერთვებიან თვითონ მოსახლეობის წარმომადგენლები, სათემო ორგანიზაციები. ეს ფონდი დაფარავს არა მარტო უშუალოდ რამდენიმე სოფელს, რომელიც მოყოლილია პროექტის არეალში, არამედ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ძორითად სოფლებს, რაც ხეობაში არის განთავსებული”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს გაუძღვება.

„ასევე მიღწეულია კომპანიასთან შეთანხმება ჩვენი მოთხოვნით დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს. ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ჭოჭმანი, ეჭვები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები