ირაკლი ღარიბაშვილი: ბრიუსელში კიდევ ერთხელ უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი, რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ამ მოკლე დროში მივაღწიეთ

“ბრიუსელში კიდევ ერთხელ უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი, რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ამ მოკლე დროში მივაღწიეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უნდა შეიტანოს.

„ბრიუსელში კიდევ ერთხელ უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი, რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ამ მოკლე დროში მივაღწიეთ. ჩვენი განაცხადი არის ამბიციური, რომ ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი. მანამდე ჩვენ მობილიზებული მუშაობა გვმართებს, აქედან გამომდინარე, მთელი ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა იყოს მართული და, ამიტომ, ყველას ერთად დიდი ძალისხმევა გვმართებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები