თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 13 და 14 მარტს დამატებითი რეისები შესრულდება

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს დამატებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაშია აღნიშნული.

“შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. ,,საქართველოს რკინიგზა,, მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს”, – აცხადებენ რკინიგზაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები