პენიტენციური სამსახური: ციხეებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ არის

ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ტესტირების მორიგი ეტაპი გაიმართა და ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და ამიერიდან PCR ტესტირებაც პრევენციის მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თვეში ერთხელ ჩატარდება იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულები ვირუსისგან დაცულები იყვნენ. შეგახსენებთ, პრევენციული PCR ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, ჩატარებულია 22752 ტესტი. ჯამურად, პენიტენციურ სისტემაში იყო covid-19-ის 194 დადასტურებული შემთხვევა და დღეს ეს მონაცემი განულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები