“გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე”
საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, ბაია ცანავას განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა “ტვ პირველში” შეჭრას გეგმავს.
,,გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრასა და შევარდნას,” – განაცხადა ბაია ცანავამ ტელეკომპანია ,,იმედის ” ეთერში.
ცნობისთვის, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.
კერძოდ, ახლა გამოძიებას უფლება აქვს, ამოიღოს:
ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.