საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას დაჩქარებული წესით მიიღებს

საქართველო “ასტრაზენეკას” ვაქცინას დაჩქარებული წესით მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყანა შაბათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს.

„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოს ვაქცინები ეტაპობრივად მოეწოდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს. მინისტრმა დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები