მიხეილ სარჯველაძე – დანიელსონზე: მსგავსი ჩართულობა გამოცდილი დიპლომატის მხრიდან ზრდის მხარეების შესაძლებლობებს, რომ გამონახონ კონსენსუსი
“საკმაოდ მაღალია ჩემი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებისთვის უფრო მეტი შანსი გაჩნდეს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კრისტიან დანიელსონის საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშვნის თაობაზე აცხადებს.
სარჯველაძის თქმით, მსგავსი ჩართულობა გამოცდილი დიპლომატის მხრიდან ზრდის მხარეების შესაძლებლობებს, რომ კონსენსუსი გამონახონ.
“საკმაოდ მაღალია პირადად ჩემი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებისთვის უფრო მეტი შანსი გაჩნდეს. მსგავსი ჩართულობა გამოცდილი დიპლომატის მხრიდან ზრდის მხარეების შესაძლებლობებს, რომ გამონახონ კონსენსუსი. მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ თამაშის ერთგვარ წესებსა და იმ ღირებულებების სისტემაზე, რომლის ირგვლივაც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესი”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.