ზალკალიანი – ნარიშკინის განცხადებაზე: რუსეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა

“ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია, წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა ყველა ძირითად საკითხზე”, – ასე შეაფასა დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანლის, სერგეი ნარიშკინის განცხადება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნარიშკინის გზავნილს „პროვოკაციული“ უწოდა.

მისი თქმით, საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უმაღლეს ნიშნულზეა.

,,ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია, ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა ყველა ძირითად საკითხზე.

როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით: თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის გაძლიერების. ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სწორედ ამას მიანიშნებს და ამას მიანიშნებს ის განცხადებები, რომელიც ვიხილეთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, საქართველოში პოლიტიკური ამინდი შეცვალოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები