დიეგო კოლასი: თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია

“თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პარამეტრები ახლა უკვე ნათელია.

„მივესალმებით ბატონი შარლ მიშელის ვიზიტსა და შეთავაზებას, რომ დაფუძნებულიყო მედიაცია ამ მოლაპარაკებების დასახმარებლად, მხარეების ერთმანეთთან დასაახლოებლად. ჩვენ მივესალმებით სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას, რომლის ვიზიტი ძალიან მალე დაიწყება. ბევრი იდეაა განხილვის პროცესში. მოლაპარაკებების პარამეტრები ახლა უკვე ნათელია. ჩვენ ასევე გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებების პოზიციები, რომლებმაც თავისი ინიციატივები გამოთქვეს. ვფიქრობ, თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები