კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 194, იმერეთში – 73

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარაში- 21, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 17, კახეთში – 27, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 976, საიდანაც: 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 676, აჭარაში – 148, იმერეთში – 245. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში – 121, აჭარაში – 24, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში- 3, იმერეთში – 9. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 25 – აჭარაში. 1 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები